Tuesday, June 8, 2010

ალკოჰოლი,ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლური სასმელი ეთანოლის შემცველი სასმელია. ალკოჰოლის გაყიდვა და გამოყენება ქვეყანათა უმრავლესობაში იზღუდება.

ეთანოლი (CH3CH2OH) ალკოჰოლურ სასმისებში თითქმის ყოველთვის ფერმენტაციის საშუალებით მიიღება, რაც ჰიდროკარბონატების (როგორც წესი, შაქრის) მეტაბოლიზმია საფუარი სოკოს ზოგიერთი ნაირსახეობის მეშვეობით უჟანგბადო გარემოში. ამ პროცესს გამოხდას უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ქიმიაში ალკოჰოლი საერთო ტერმინია ნებისმიერი ორგანული შენაერთისა, რომელშიც ჰიდროქსილის ჯგუფი (-OH) ეჯაჭვება კარბონიუმის ატომს, რომელიც თავის მხრივ ებმის სხვა წყალბადისა და/ან კარბონიუმის ატომებს. სხვა ალკოჰოლები, როგორიცაა პროპილენის გლიკოლი და შაქრის ალკოჰოლები შეიძლება აღმოჩნდეს საკვებსა და სხვა სახის სასმელებში, თუმცა ეს ალკოჰოლები მათ ალკოჰოლურს არ ხდის.

ალკოჰოლური სასმელები 50%-ზე მეტი ეთანოლის შემცველობით ადვილად აალებადია.

ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს დაავადებას "ალკოჰოლიზმი"

ალკოჰოლიზმი ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება, განურჩევლად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად კი აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი ფათოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა. ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გვრიას სიამოვნების შეგრძნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან ხოლმე შემდეგში ე.წ. ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ პიროვნებებს ახასიათებს აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით. მათ დასათრგუნად იგი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა. ალკოჰოლიზმის განკურნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მედიკამენტები, ჯგუფური თერაპიები და სხვა...,

No comments:

Post a Comment