რამდენიმე ათეული წლის წინათ მედიცინა (განსაკუთრებით - საბჭოური) აბსოლუტურად უარყოფდა ალკოჰოლიანი სასმლის დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე და მას ნებისმიერი დაავადებისას ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად კრძალავდა. XX საუკუნის ბოლოს ამ შეხედულებათა მიმდევარმა მეცნიერებმა სამკურნალო თვისებებით საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული წითელი ღვინოების "გაშავებაც" კი მოახერხეს. ამჟამად ალკოჰოლურ სასმელებზე სპეციალისტთა შეხედულებანი რამდენადმე შეიცვალა, თუმცა ალკოჰოლის მიღება გარკვეულწილად დღესაც "რეგლამენტირებულია". როგორია ალკოჰოლის მიღების ოქროს წესი და რა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულებმა?
მაგარი სპირტიანი სასმელი აბსოლუტურად იკრძალება ნებისმიერი მწვავე დაავადებისას და ქრონიკული დაავადების გამწვავებისას. რაც შეეხება ქრონიკული დაავადების რემისიის პერიოდს, ამ დროს, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული ოდენობის სპირტიანი სასმლის მიღება ნებადართულია.
ცნობილია, რომ ალკოჰოლის ატანის უნარით ადამიანები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, რაც მათი მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებებით არის განპირობებული. ზოგიერთის ორგანიზმში, მემკვიდრეობით მიღებულ ბიოქიმიურ თავისებურებათა წყალობით, ალკოჰოლის ნეგატიური შედეგების ლიკვიდაცია გაცილებით სწრაფად ხდება, ზოგიერთს კი ალკოჰოლური ინტოქსიკაციისთვის სულ რამდენიმე გრამი ალკოჰოლიც ჰყოფნის. პირველი ჯგუფი უფრო ადვილად იტანს სპირტიან სასმელს და გაცილებით მეტსაც სვამს, ამიტომ ძნელი სათქმელია, რამდენი სასმელია ნებადართული ერთ ჯერზე ამა თუ იმ ქრონიკულად მოავადე ადამიანისათვის. მამაკაცისთვის, როგორი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს მას საკუთარ შესაძლებლობებზე, ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრამ სუფთა ალკოჰოლს, რაც დაახლოებით 1 ლიტრი ლუდი, ნახევარი ლიტრი ღვინო ან 4-5 სირჩა არაყია. ქალბატონები ალკოჰოლს გაცილებით უარესად იტანენ, ამიტომ მათთვის ეს მაჩვენებლები ორჯერ ნაკლებია.
ალკოჰოლის, როგორც იშემიური დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორის, როლი დღეს ექსპერიმენტებით არის დადასტურებული და ამაზე აღარავინ დავობს, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე პირებს საერთოდ ეკრძალებათ სპირტიანი სასმელები. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ქოლესტერინი არსებობს: "კარგი" ანუ ქოლესტერინი, რომელიც არეგულირებს გულის კუნთის მუშაობას და აბრკოლებს სტენოკარდიული შეტევის განვითარებას, და "ცუდი" - ქოლესტერინი, რომელიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქებით სისხლძარღვების შევიწროებასა და თრომბების წარმოქმნას. ალკოჰოლის მცირე და ზომიერი დოზები ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ოდენობის მატებას, რაც აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და სტენოკარდიული შეტევების განვითარების ალბათობას 20%-ით ამცირებს. ზომიერი ოდენობა გულისხმობს კვირაში ერთ კათხა ლუდს, 1-2 ჭიქა წითელ ღვინოს ან სირჩა არაყს. ამასვე მოწმობს მედიცინაში საყოველთაოდ ცნობილი "ფრანგული პარადოქსიც": ფრანგები, საკმაოდ ნოყიერი სამზარეულოს მიუხედავად, კორონარული ათეროსკლეროზით გაცილებით იშვიათად ავადმყოფობენ და იღუპებიან, ვიდრე ის ხალხი, რომელთა მენიუც შედარებით ნაკლებცხიმიანია. ეს გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკით აიხსნება, რომელშიც გადამწყვეტ როლს ფრანგებისთვის ესოდენ საყვარელი წითელი ღვინო ასრულებს. საქმე მხოლოდ ალკოჰოლში არ არის - წითელი ღვინო შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, რომლებსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებს. ამიტომ არის, რომ 20-30 გრამი წითელი ღვინის ყოველდღიური მიღება იშემიური დაავადების განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს. უფრო მეტსაც გეტყვით: ფრანგული ფენომენის ფრანგებს იმდენად სჯერათ, რომ სულ მალე წითელი ღვინის აბების სახით გამოშვებასაც კი გეგმავენ.
ალკოჰოლი რამდენადმე ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსს და ამ გზით არტერიულ წნევას მცირე ხნით მართლაც აქვეითებს. სამაგიეროდ, იზრდება გულისცემის სიხშირე, არტერიულ წნევას კი პირდაპირ განსაზღვრავს სისხლის ის მოცულობა, რომელიც სისხლძარღვთა კალაპოტში დროის განსაზღვრულ მონაკვეთში გაედინება. ასე რომ, ალკოჰოლი წნევის დამწევი საშუალება ნამდვილად არ არის.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელსაც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას პირველს ადგება ზიანი, ყველაზე დიდი დარტყმაც სწორედ მასზე მოდის, ამიტომ ღვიძლის უჯრედებისთვის მცირე და ზომიერი ოდენობის ალკოჰოლსაც კი მომაკვდინებელი ზიანი მოაქვს. ჰეპატიტის დროს ერთი ჭიქა სასმლის მიღებასაც კი შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება B და C ვირუსით გამოწვეულ ღვიძლის ქრონიკულ ანთებას, ამ დროს ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. ნუ გამოცდით ღვიძლის გამძლეობასა და ამტანობას. ეს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ჭარბწონიანების ღვიძლს ალკოჰოლი გაცილებით მეტ ზიანს აყენებს. ასეთ პაციენტებში ალკოჰოლით გამოწვეულ დაზიანებათა ციროზად გადაგვარების ალბათობა თითქმის 3-ჯერ მეტია.
Tuesday, June 8, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
How much can I win on slot machines? - Dr.MD
ReplyDeleteIs slot machines legal in North Carolina? 경기도 출장마사지 Slot machine gambling 광양 출장마사지 in the state of 경주 출장안마 North Carolina is called "gaming 청주 출장안마 gaming." In this article, we discuss 전라남도 출장안마